ტურნირი ქალაქურ კრივში

11 ივნ 2023

ბათუმის სპორტის სასახლემ ქალაქურ კრივში მორიგ ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრება ძირითადად დგომში ბრძოლას გულისხმობს, გდების შესრულების შემთხვევაში კი ორთაბრძოლა ჩერდება.

ამ ტურნირზე ექვსი კლუბის 60-მდე სპორტსმენი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იბრძოდა.

ტურნირის ორგანიზატორის თქმით, შეჯიბრებები ქართული საბრძოლო ხელოვნებების შენარჩუნებას და ახალ თაობაში მათ პოპულარიცაზიას ემსახურება.