ბათუმელი ფრენბურთელები ქვემო ქართლის თასზე იასპარეზებენ

12 ივნ 2023

ხვალ ვაჟ ფრენბურთელთა კლუბ „ბათუმის“ ჭაბუკთა გუნდი რუსთავში მიემგზავრება, სადაც ქვემო ქართლის ღია რეგიონალური თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირში რვა გუნდი იასპარეზებს. შეჯიბრება 14-18 ივნისის ჩათვლით გაიმართება. „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის თეა მძელურის თქმით, ეს არის საქართველოს ჩემპიონატამდე ერთგვარი წინა მოსამზადებელი ტურნირი.