სკოლის ატესტატის გაცემა 3 ივლისიდან დაიწყება

15 ივნ 2023

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში  ატესტატის გაცემა  3 ივლისიდან დაიწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.  აბიტურიენტები დოკუმენტს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ. ატესტატის დაჩქარებული წესით აღება კი ფასიანია.

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის აღება  ასევე   შესაძლებელია   ელექტრონული ფორმით.