„ნაპოლის“ მომავალი სეზონიდან რუდი გარსია გაწვრთნის 

16 ივნ 2023

''ნაპოლის'' ახალი მწვრთნელის ვინაობა გაირკვა. როგორც კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, ლუჩანო სპალეტის რუდი გარსია შეცვლის. კონტრაქტის დეტალები უცნობია. 

რუდი გარსიას იტალიაში მუშაობის გამოცდილება აქვს: 2013-2016 წლებში ის რომას მთავარი მწვრთნელი იყო. სახელი სამშობლოში გაითქვა, სადაც ლილს 2011 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა.

ასევე იმუშავა სენტ-ეტიენში, მარსელსა და ლიონში. მის აქტივში უნდა შევიტანოთ 2018 წელს მარსელის ევროპალიგის ფინალში და 2020 წელს ლიონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაყვანაც.

ბოლოს რუდი ალ-ნასრისში მუშაობდა, სადაც კრიშტიანო რონალდო თამაშობს. ამგვარად, ხვიჩა კვარაცხელიას მომდევნო სეზონიდან 59 წლის ფრანგ სპეციალისტთან მუშაობა მოუწევს.