ტეხასში სტიქიას ებრძვიან 

16 ივნ 2023

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა ტორნადოს შედეგად ტეხასის ქალაქ პერიტონში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია ათობით ადამიანი და 30-მდე საცხოვრებელი სახლი.

ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი.

გუბერნატორის თქმით, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც.