16 ივნ 2023
პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ილია დარჩიაშვილი დეპუტატების წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში წარდგება.
ქვეყნის პირველი დიპლომატი სამინისტროს წლის საქმიანობას შეაჯამებს. ასევე ისაუბრებს სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე.