წუნა და წრუწუნა - ექსპერიმენტული სპექტაკლი 

17 ივნ 2023

ვარიაციები სიყვარულის მარადიულობის თემაზე - აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საბავშვო თეატრალურმა დასმა ექსპერიმენტული სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა'' გამართა.

რევაზ ბაინაზიშვილის რეჟისორობით დადგმული  წარმოდგენაში მოსწავლე ახალგაზრდობის  სასახლისა და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები იყვნენ  ჩართული.

გაიმართა მათი ნახატების გამოფენაც  და მონაწილეები  სიმბოლური სიგელებითაც დააჯილდოეს.