აჭარის თასის გათამაშება ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის

17 ივნ 2023

ბათუმის პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, პარაოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში დღეს დაიწყო აჭარის თასის გათამაშება ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის.

შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მონაწილეობს, ბათუმის „ბათუმი“, ზესტაფონის „მარგვეთი“ და თბილისის ორი გუნდი.

ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, პარაოლიმპიური ფესტივალი სპორტის სხვა სახეობებშიც გაიმართება.

ვინ გახდება აჭარის თასის გამარჯვებული, ეს ხვალ, ფინალური შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.