სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება

19 ივნ 2023

სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი ბიუროს  დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება. მთავრობის ინიციატივის მიხედვით,  სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება  ნებადართული.

გარდა ამისა კანონპროექტით აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედის, ასევე სუროგატის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის რეკლამა, როდესაც ის მატერიალურ სარგებელს ეხება; საჭირო ხდება სპეციალური ლიცენზიაც და ის სამასი ლარით განისაზღვრება.

მმართველი გუნდის წევრები მოქმედ კანონში არსებულ რისკებზე საუბრობენ.