27 ივნისიდან საქართველოსა რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება

19 ივნ 2023

27 ივნისიდან რუმინეთ-საქართველოს შორის  საბორნე მიმოსვლა იწყება. კონსტანცას და ფოთის ნავსადგურებს შორის სწრაფმავალი ბორანი „ვილნიუსი“ იმოძრავებს. ეს საქართველოსა და ევროპის დაკავშირების ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა. აღნიშნული ბორანი არის სატვირთო-სამგზავრო ტიპის და მას, სატვირთო ავტომობილების და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილების და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს. გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად მხოლოდ 42 საათი დასჭირდება.