თანამედროვე საჯარო სამართლის გამოწვევები - კონფერენცია

24 ივნ 2023

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის დაარსებიდან 30 წლის თავს აღნიშნავს.

ღონისძიებების ფარგლებში უნივერსიტეტი  საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით - ,,თანამედროვე საჯარო სამართლის გამოწვევებს’’ მასპინძლობს. 

სტუდენტთა პირველი ნაკადი ბსუ-ს სამართლის პროგრამაზე 1991 წელს ჩაირიცხა. ამჟამად, კურსდამთავრებულთა რაოდენობა 3 000 აღემატება, რომელთაგან 400 სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა.