პრიგოჟინი მოსკოვისკენ მიიწევს

24 ივნ 2023

მოსკოვის მისადგომებთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. რუსული ძალები გზადაგზა თხრილებს აკეთებენ, იმისათვის რომ აჯანყებულებს მოსკოვისკენ გადაადგილებაზე პრობლემები შეუქმნან.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი დატოვა პუტინმა, რასაც არ ადასტურებს პესკოვი.

ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ვაგნერის" კოლონები უკვე მოსკოვის ოლქშია და დედაქალაქამდე მისასვლელად რამდენიმე საათი რჩებათ.