პრიგოჟინის აჯანყებას გამოქცეულები 

25 ივნ 2023

რუსების ახალი ნაკადი თბილისში. პრიგოჟინის აჯანყებით შეშინებული აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები სამშობლოდან გამოიქცნენ. მათ ავიაბილეთები სამჯერ უფრო ძვირად იყიდეს. რუსული ავიახომალდი თბილისში დილის 10:00 საათზე დაეშვა. ბორტი მგზავრებით იყო სავსე.

რუსეთში არეულობის დასრულების მიუხედავად, თბილისისკენ მომავალი ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

რუსეთიდან დღეს ჩამოფრენილი ადამიანები ამბობენ, რომ რუსეთში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშინებულები არიან.