ქართველ მოკრივეს ოლიმპიურ ლიცენზიამდე ერთი მოგება აშორებს

26 ივნ 2023

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე წარმატებით აგრძელებს საქართველოს მოკრივეთა ნაკრების კაპიტანი ლაშა გურული, რომელიც +63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ქართველმა მოკრივემ მეორე ბრძოლაც დამაჯერებლად მოიგო, მან ამჯერად სლოვაკ ვილიამ ტანკოს 5:0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ლაშა გურულს პარიზის ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებამდე ერთი მოგება აშორებს.