ბათუმზე სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალში 

26 ივნ 2023

„ბათუმში სტუმრობის 10 მიზეზი“ - ამ სახელწოდებით სტატიას ავიაკომპანია ,,WizzAir”-ის საბორტო ჟურნალში ნახავენ მგზავრები.

სტატიაში წარმოჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ქართული ტრადიციები და სამზარეულო, მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, ქართული სტუმართმოყვარეობა, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებები.