ტარიელ ნაკაიძე რელიგიური უმცირესობების დღესასწაულების უქმედ გამოცხადების თაობაზე

27 ივნ 2023

პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობებისთვის მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვს. მათ შორის მუსლიმური დღესასწაულების. მისი თქმით, წელიწადში სულ 6 დღეზეა საუბარი და აქ მოიაზრება როგორც მუსლიმების, იეზიდების, ასევე ქრისტიანული რელიგიური უმცირესობების მნიშვნელოვანი დღესასწაულებიც.