თავდასხმა ენმ-ის სამეურნეო სამსახურის წარმომადგენელზე

28 ივნ 2023

გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის"  სამეურნეო სამსახურის წარმომადგენელს - აცხადებენ პარტიაში. 

ენმ-ს ლიდერების თქმით, სხვადასხვა სახის დაზიანებით დავით ოსიყაშვილი კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

"ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს სამართალდამცველებს, დამნაშავეებს დროულად მიაგნონ და კანონის შესაბამისად დასაჯონ.