პარლამენტმა დიმიტრი ჯაფარიძისა და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა

28 ივნ 2023

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა. მხარდაჭერა ვერც გიორგი ბაქრაძემ და ვერც დიმიტრი ჯაფარიძემ მიიღო.

ბაქრაძის კანდიდატურის მომხრე მხოლოდ 5 დეპუტატი იყო ასევე, ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი დიმიტრი ჯაფარიძეს.

კენჭისყრის ამ შედეგით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ორივე კანდიდატურა „ჩავარდა“.