შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან

30 ივნ 2023

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა - ამ საკითხებზე  ორმხრივ შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ირენ ფელინთან ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაზრდის მნიშვნელობაზე.  

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენ ფელინი, თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზსაც ეწვია.