საქართველოს სუპერთასისთვის ფინალში ორი „დინამო“ იბრძოლებს 

01 ივლ 2023

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალისტები ცნობილია. ტიტულისთვის - ბათუმის და თბილისის „დინამო“ უპირისპირდება. სამტრედიაში გამართული შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ზღვისპირელებმა გაიმარჯვეს.

პენალტების სერია გახდა საჭირო მეორე ნახევარფინალისტის გამოსავლენად, რომელშიც თბილისის „დინამომ“ გორის „დილა“ 4:2 დაამარცხა.

ტურნირზე ასევე გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, სადაც ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“ შეხვდებიან.

სუპერთასის ფინალური შეხვედრა 4 ივლისს შედგება.