ავტოსაგზაო შემთხვევა კენიაში - დაიღუპა სულ მცირე 48 ადამიანი

01 ივლ 2023

კენიაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა სულ მცირე 48 ადამიანი. დაშავებულია 30-ზე მეტი.

შემთხვევა ქალაქ კერიჩოსთან ახლოს მოხდა, როდესაც სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა.

დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი, მიკროავტობუსი და მოტოციკლები. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა.