ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სოფელ ოძისში ჩავიდა

01 ივლ 2023

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. მარია ბურიჩს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, საქარველოში 3 ივლისამდე დარჩება ვიზიტის ფარგლებში, მარია ბურიჩი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.