დაპირისპირება კასპში - შეფასებები

01 ივლ 2023

კასპში „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრების დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ  მედიის წარმომადგენლების მიმართ გახშირებული თავდასხმები ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკის შედეგია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულება და უზრუნველყონ მედიასაშუალებებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის კასპში ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აპარატურა დაუზიანეს „მთავარი არხისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს.