ისრაელში აქციები 26-ე კვირაა იმართება

02 ივლ 2023

ისრაელში საპროტესტო აქციები 26-ე კვირაა მიმდინარეობს. აქტივისტები, სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც მათი თქმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებებს ზღუდავს.

აღნიშნავენ, რომ მიღებული კანონი ხელს უშლის დემოკრატიას და პოლიტიკოსებს მეტ ძალაუფლებას აძლევს.

კრიტიკოსები პრემიერ-მინისტრს სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებენ.