ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 21 მსჯავრდებული აბარებს

03 ივლ 2023

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 21 მსჯავრდებული აბარებს. მათ შორის 1 არასრულწლოვანი.  პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მათი გაყვანის პროცესი დაიწყო.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით,  მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა უწყების პრიორიტეტია ამ მიზნით კი პატიმართათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ მოქმედებს.