„ჯარის ბანაკი“ 

03 ივლ 2023

კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი - „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა. 

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, თავდაცვისა და განათლების მინისტრები დაესწრნენ. ჯარის მნიშვნელობაზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.   

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორი ღირებულებების და ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია ბაღებიდან და სკოლებიდან უნდა დაიწყოს.