ანსამბლ ,,ბათუმის“ კონცერტი

04 ივლ 2023

ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე კონცერტების  სერია გრძელდება.  გუშინ მაყურებლის წინაშე ენვერ  ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ‘’ბათუმი’’  წარსდგა. 

შესრულდა 18 ქორეოგრაფიული ნომერი,  ღონისძიების ორგანიზატორი  ბათუმის  კულტურის  ცენტრია, თვის ბოლომდე  დაგეგმილია  კიდევ 4  კონცერტი.