20 თებ 2017
ქობულეთში ხვალიდან 24 თებერვლის ჩათვლით მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდება. ოთარ ზოიძის თქმით, დაგეგმილია წყლის რეზერვუარის მთლიანად გარეცხვა, რაც წყლის წნევის ვარდნას გამოიწვევს. მისივე თქმით, პრობლემა განსაკუთრებით მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ აბონენტებს შეექმნებათ.