ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ლექცია

06 ივლ 2023

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ნატოს პოლიტიკა გააცნო.

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ირენ ფელინმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ოპერაციებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისა და უსაფრთხოების სექტორში ქალთა მონაწილეობის შესახებ.