06 ივლ 2023
მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან და უკრაინიდან ელჩის გამოგზავნასთან დაკავშირებით მესამე დღეა შეფასებები კეთდება პარლამენტში.
უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს სააკაშვილმა ბოლომდე აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს საკითხი საგარეო ურთიერთობაზე უარყოფითად მოქმედებს და ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით უკრაინასთან ურთიერთობა არ უნდა გაიფუჭოს.