უკრაინაში ოკუპანტის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

07 ივლ 2023

ოკუპანტების მორიგი იერიში უკრაინის ქალაქებზე. დნეპროპეტროვსკის ოლქს მტერმა გასულ ღამეს „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტია, რომლებიც უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ნამსხვრევები ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. 

ქალაქ ლვოვში კი ოკუპანტის მიერ საცხოვრებელ უბანზე მიტანილი იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.  აგრესორმა ქალაქი გასულ დღეს დაბომბა, რის შედეგადაც განადგურდა 250-ზე მეტი ბინა და 10 საერთო საცხოვრებელი.

ასევე უნივერსიტეტის 2 შენობა, ბავშვთა სახლი და სკოლა. დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. ოკუპანტმა იერიში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მიიტანა. გარდა ამისა, იბომბება უკრაინის სხვა ქალაქებიც, გასული დღე- ღამის განმავლობაში მტერმა იერიში მიიტანა ჩერსაკის რაიონზე, ქვეყნის მასშტაბით განახორციელა 57 საჰაერო დარტყმა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 7 რაკეტა გაანადგურეს.

რაც შეეხება კონტრშეტევის მიმდინარეობას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ლიმანის მიმართულებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარები წარუმატებლად ცდილობდნენ უკრაინული ჯარების განდევნას.