საქართველოს პრეზიდენტი პლეიადით - ფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა

07 ივლ 2023

საქართველოს პრეზიდენტი პლეიადითფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა. ნიუ-იორკში 1976 წელს დაწესებული ჯილდო, რომელიც ფრანკოფონიის მიმართულებით ერთადერთ საერთაშორისო ჯილდოს წარმოადგენს. 

სალომე ზურაბიშვილს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა გადასცა ფრანკოფონიის იდეალების მსახურებაში გამორჩეული ღვაწლისათვის.