წეროვანში ღია კარის დღე გაიმართა

08 ივლ 2023

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს.

კვირეულის ფარგლებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღია კარის დღე გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ღონისძიება სხვადასხვა სპორტული და შემეცნებით აქტივობებით იყო დატვირთული.