ევრო 2023-ის ფინალი ბათუმში

08 ივლ 2023

დაახლოებით, 2 საათი რჩება 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე - ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და ინგლისი უპირისპირდებიან.

გადამწყვეტ მატჩამდე ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყო, რომელიც გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებაში სხვადასხვა ბენდი და ანსამბლი მონაწილეობდა. გათამაშდა პრიზები და ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთები.