16 წლის ლუკას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე

08 ივლ 2023

ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში 16 წლის მოზარდის ლუკა აბულაძის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

გამოძიება 1 დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ორს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

დაცვის მხარის გადაწყვეტილებით სასამართლო პროცესი დახურულია.