JTEC-ში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა

09 ივლ 2023

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა. სწავლებაში ხუთი ქვეყნის 16 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს გაეცნენ, ასევე, მსმენელებს შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ, ნატოს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება და წვრთნა-შეფასება.

სწავლებას ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ.