ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დასრულდა

09 ივლ 2023

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. 

ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ.