წყალდიდობა გაგრაში

10 ივლ 2023

წყალდიდობა დროებით ოკუპირებულ გაგრაში - ძლიერმა გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები და სახლები დატბორა.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

ძლიერმა წვიმამ დროებით ოკუპირებული გაგრის სადგურზე სარკინიგზო ლიანდაგი წაიღო.