პეტიციის განხილვა

21 თებ 2017

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხინოსთვის ძველი სახელწოდების დაბრუნების მიზნით მოსახლეობამ პეტიცია შეადგინა. პეტიციის სამასი ხელმომწერი ითხოვს,რომ  სოფელ ხინოს დაუბრუნდეს მისი ისტორიული სახელი - ხინოწმიდა, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ ერქვა. საკრებულომ აღნიშნულ თემაზე საჯარო განხილვა მოაწყო. დასამტკიცებლად  საკითხი მომდევნო   საკრებულოს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც გადაიგზავნება ზემდგომ ორგანოებში.