ინგლისური ენის გამოცდაზე დღეს 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა ხუთმა აბიტურიენტმა - გამოცდების ცენტრი

11 ივლ 2023

2023 წლის საგამოცდო პროცესი გრძელდება. აბიტურიენტები კვლავ ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ. ამჟამად მიმდინარეობს პირველი სესია.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა, დაიგვიანა ხუთმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ დაგვიანებულები გამოცდაზე არ დაიშვებიან“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.