ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

11 ივლ 2023

ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველი  კურსდამთავრებულების დიპლომების გადაცემის ცერემონიალი.

პროფესიული განათლების სისტემას წელს პირველად ჰყავს ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლებიც სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიულ დიპლომს მიიღებენ და პროფესიის დაუფლებასთან ერთად უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.