ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

11 ივლ 2023

კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მანქანა დაეჯახა.  8 წლის ბავშვი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების რეანიმაციაშია მოთავსებული.

ავტოსაგზაო შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.