ლადო ათანელის კონცერტი

13 ივლ 2023

ქართველი ბარიტონის ლადო ათანელის კონცერტი გაიმართა თბილისის  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. 

ქართველ ბარიტონთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებულები, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი მარიკა მაჩიტიძე, სოპრანო ანა იმედაშვილი და თბილისის ოპერის ორკესტრი. 

საღამოს  მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა.

შესრულდა ფრანგული, იტალიური და გერმანული ნაწარმოები. მათ შორის, რამდენიმე ახალი.