რატი ნინუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

13 ივლ 2023

ბათუმში ახალგაზრდა პოეტის, რატი ნინუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე  შეკრებილებს  პოეტის  ლექსები და მისი ბიოგრაფია გააცნეს, გაიხსენეს  ნინუას შემოქმედებასთან დაკავშირებული ისტორიები. აჩვენეს პოეტის შესახებ მომზადებული ვიდეოკოლაჟიც.      

ნინუა 23 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი შემოქმედება კი 10-მდე წიგნს აერთიანებს.