სამუშაო შეხვედრა გერმანიის განათლების ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან

13 ივლ 2023

განათლების მინისტრმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ქართულ-გერმანული ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის სტუმარს, რომელიც საქართველოს სამეცნიერო სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ კვლევით სივრცესთან უფრო მეტად დაახლოებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.