კელი დეგნანი: ვილნიუსის სამიტის გზავნილი ძალიან მკაფიოა

13 ივლ 2023

მოკავშირეებს სურთ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

კელი დეგნანის განცხადებით  ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო გზავნილი გაკეთდა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ღიაა.მისი თქმით, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს.