საქართველოში მცხოვრები უკრაინელების აქტივობების შეჯამება

14 ივლ 2023

ბათუმის ტექნოპარკში უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან მუშაობა შეაჯამეს. 

ერთი წლის განმავლობაში ''ქეა კავკასია'' უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად და მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა აქტივობას ამერიკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა.

პროექტი მოიცავდა ტრენინგებს, ქართული ენისა და ნივთების დამზადების შესწავლის კურსს.