ძლიერი სიცხე ევროპაში

14 ივლ 2023

ევროპაში ძლიერი სიცხეებია - გამაფრთხილებელი შეტყობინებები ვრცელდება ესპანეთის კანარის კუნძულებზე, იტალიაში, კვიპროსსა და საბერძნეთში, სადაც სინოპტიკოსები ტემპერატურის 43-44 გრადუსამდე მატებას პროგნოზირებენ.

გავრცელებული ცნობით ათენის აკროპოლისთან უკვე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელიც მოქალაქეებს დახმარებას გაუწევს. 

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით შესაძლოა იტალიის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ 48 გრადუს ცელსიუსსაც მიაღწიოს.