ხანძარი ბოდრუმში 

15 ივლ 2023

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციაში, ბოდრუმის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან. ჩართულია საჰაერო და სახმელეთო ძალები. ადგილზე მობილიზებულია სულ მცირე 300 მეხანძრე და 7 ვერტმფრენი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა რაიონში ჰაერის ტემპერატურა 43 გრადუსს აჭარბებს.

ადგილზე მივიდა თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, იბრაჰიმ იუმაკლი.