ბეშუმში ტურისტული სეზონი გაიხსნა

15 ივლ 2023

ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა დღეს კურორტ ბეშუმში. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებები გაიმართა.

ტრადიციულად წელსაც გამოიფინა ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები და ბეშუმის თემატიკაზე შექმნილი ნახატები. მოეწყო კულინარიული კუთხეც.

მუსიკალური საღამო ფოიერვერკით სრულდება.